სლოვენიის პრემიერმინისტრმა მარიან შარეცმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.
რუსული მედიის ცნობით, მან გადადგომის მიზეზად მინისტრთა კაბინეტში არსებული პრობლემები დაასახელა.
მარიან შარეცი სლოვენიის პრემიერმინისტრი 2018 წლის 13 სექტემბერს გახდა.