ქათქათა ბეზეს მომზადების საიდუმლო

ქათქათა ბეზეს მომზადების საიდუმლო

ინგრედიენტები

კვერცხი - 4 ცალი

შაქარი - 1 ჭიქა

ლიმონმჟავა - 1/4 ჩ/კ

მომზადების წესები

ადღვიბეთ 4 კვერცხის ცილა კარგად.

პარალელურად ცეცხლზე შემოდგით წყლიანი ჯამი.სანამ წყალი ადუღდება, დაუმატეთ ლიმონმჟავა და შაქარი ადღვებილ ცილას და 1-2 წუთის განმავლობაში აურიეთ მიქსერით.

კრემის ჭურჭელი ჩადგით ადუღებულ წყალში და დღვიბეთ მიქსერით კიდევ 10-15 წუთი.საბოლოოდ უნდა მიიღოთ ქათქათა მასა.

როდესაც კრემზე გაჩნდება ასათქვეფის კვალი (კრემი დაეხვევა მიქსერის ჩხირებს, ანუ გასქელდება და მიეკრობა) გადმოდგი ცეცხლიდან და ათქვიფე კიდევ 3-4 წუთი.

ესეც ასე! ბეზე მზად არის.