შოკოლადისა და კარამელის ნამცხვარი „მიქადო“ – უგემრიელესი სომხური დესერტი

შოკოლადისა და კარამელის ნამცხვარი „მიქადო“ – უგემრიელესი სომხური დესერტი

„მიქადო“ კლასიკური სომხური ნამცხვარია, რომელიც კარამელის კრემით მზადდება და დესერტების მოყვარულებისთვის ღვთაებრივ გემოს ქმნის.

ინგრედიენტები

ფირფიტებისთვის

კვერცხი - 1 ც

კარაქი - 50 გ

შაქარი– ნახევარი ჭიქა

არაჟანი – 1 ჭიქა

ფქვილი 3 ჭიქა

მარილი – 0,5 ჩაის კოვზი

გამაფხვიერებელი - 1 სკ

სოდა - 1 სკ

კრემისთვის

კარაქი - 300 გ

მოხარშული შესქელებული რძე 2 ქილა

ვანილის ექსტრაქტი - 1 სკ

რომი (ან სხვა მსგავსი ალკოჰოლური სასმელი)

შოკოლადი

მომზადების წესები

ღუმელი გააცხელეთ 190 გრადუსზე.

დიდ თასში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, სოდა და გამაფხვიერებელი.

ცალკე თასში მიქსერით გათქვიფეთ კარაქი შაქართან ერთად. რომ გათეთრდება, სიჩქარეს დაუწიეთ და კვერცხი, არაჟანი და ვანილი შეათქვიფეთ.

ამ მასას ნელ–ნელა დაუმატეთ მშრალი ინგრედიენტები და რამდენიმე წუთით კიდევ ურიეთ.

ცომი შვიდ ტოლ ნაწილად დაყავით და წრიულად გააბრტყელეთ.

საცხობ ფორმაზე გამოსაცხობი ქაღალდი მოათავსეთ და დადეთ ცომის ერთი ფენა. აცხვეთ 6–7 წუთის განმავლობაში.

სანამ ნამცხვრის ფირფიტები გაგრილდება, კრემი მოამზადეთ.

თქვიფეთ კარაქი მაღალ სიჩქარეზე, სანამ ფერს არ შეიცვლის და ფუმფულა არ გახდება. შემდეგ შეურიეთ მოხარშული შესქელებული რძე, ვანილი და რომი.

დაკრემეთ ფირფიტები. გააფორმეთ შოკოლადით. დააყოვნეთ 7–10 საათის განმავლობაში და მიირთვით.