„ედინაია რასიამ“ პრემიერმინისტრის პოსტზე მიშუსტინის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

„ედინაია რასიამ“ პრემიერმინისტრის პოსტზე მიშუსტინის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

რუსეთის მმართველი პარტიის „ედიანაია რასიას“ დეპუტატებმა პრემიერმინისტრის პოსტზე მიხაილ მიშუსტინის კანდიდატურას მხარი ერთმხად დაუჭირეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

ფრაქციის სხდომას თავად კანდიდატიც ესწრებოდა, ის დღეს დუმის სხვა ფრაქციის დეპუტატებსაც შეხვდება. ТАСС-ის წყაროს ცნობით, მიშუსტინმა მთავრობაში ცვლილებები დააანონსა.

ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროში რუსეთის მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე ქვეყნის ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროსის ხელმძღვანელის, მიხაილ მიშუსტინის კანდიდატურა 15 იანვარს წარადგინა.

იმავე დღეს რუსეთის მთავრობა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციური ცვლილებების ინიციატივის გაჟღერების შემდეგ გადადგა. 

რუსეთის პრეზიდენტმა დღეს ფედერალურ კრებას მიმართა, რა დროსაც კონსტიტუციის რეფორმის ინიციატივა წარადგინა. რომელიც გულისხმობს, პრეზიდენტის უფლებამოსილებათა ნაწილის პარლამენტისთვის გადაცემას, საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის მოთხოვნების გამკაცრებას და რუსეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო სამართალის პრიორიტეტულობის შეზღუდვას.