სტრასბურგში, ევროპარლამენტის წინ 39 წლის ალბანელმა თავის დაწვა სცადა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა DNA იუწყება.
კაცმა, რომელიც ლოზუნგით „უსამართლობა“ სკანდირებდა, ბენზინი გადაისხა და თავის ტანსაცმელს ცეცხლი სანთებლის დახმარებით წაუკიდა. იმავდროულად, შენობასთან საპროტესტო აქციას გვინეელები მართავდნენ: კაცი სწორედ მათ გაადაარჩინეს.
სახის და ხელების დამწვრობით კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიის ცნობით, ამ ინციდენტამდე ალბანელს საფრანგეთმა თავშესაფარზე უარი უთხრა და მას ქვეყანა უნდა დაეტოვებინა.