ბრიტანეთმა შოტლანდიას რეფერენდუმის გამართვაზე უარი უთხრა

ბრიტანეთმა შოტლანდიას რეფერენდუმის გამართვაზე უარი უთხრა

ბრიტანეთის ხელისუფლებამ შოტლანდიას დამოუკიდებლობის შესახებ მეორე რეფერენდუმის გამართვაზე უარი უთხრა. BBC ცნობით, ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რეფერენდუმი შოტლანდიაში პოლიტიკურ სტაგნაციას გამოიწვევს.

მისი თქმით, ეს პროცესი ქვეყანაში 10 წელზე მეტია გრძელდება.

ბორის ჯონსონის განცხადებით, 2014 წელს შოტლანდიაში გამართულმა რეფერენდუმმა აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩენა სურდა.