თეირანში დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ცრემლმდენი გაზი გაუშვეს და ცეცხლი გახსნეს. ამის შესახებ Deutsche Welle სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე დაყრდნობით წერს, თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ ვიდეოს ნამდვილობა ჯერ დადასტურებული არ არის.
ვიდეო, რომელიც ნიუ-იორკში დაფუძნებულმა ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციამ დაპოსტა კვირას განვითარებულ მოვლენებს ასახავს. გამოსახულებაში ასევე მიწაზე სისხლის ლაქები და ამ რაიონში მოძრავი უსაფრთხოების თანამშრომლები.
კიდევ სხვა გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს როგორ ურტყამენ პოლიციელები დემონსტრანტებს ხელკეტებს.
თეირანის პოლიციის უფროსი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაციას უარყოფს.
ირანში რამდენიმე უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო ანტისამთავრობო დემონსტრაციები მიმდინარეობს.
თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი 8 იანვარს ჩამოვარდა, რასაც 176 მგზავრი ემსხვერპლა. 11 იანვარს ირანმა განაცხადა, რომ ავიალაინერი შეცდომით ჩამოაგდო, პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ კი მომხდარი უპატიებელი ადამიანური შეცდომით ახსნა, თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ელიტურმა სამხედრო ქვედანაყოფმა, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ აიღო. ამის შემდეგ თეირანში აიათოლა ალი ხამენეის გადადგომის მოთხოვნით აქციები დაიწყო.