ირანის მიერ უკრაინული ლაინერის ჩამოგდების აღიარების შემდეგ თეირანში საპროტესტო აქცია იმართება. ამის შესახებ Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ქვეყნის მთავრობის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებენ და გენერალ ყასემ სულეიმანის ფოტოები დახიეს. ისინი ქვეყნის უზენაესის სასულიერო ლიდერის აიათოლა ხამენეის გადადგომას ითხოვენ. დემონსტრაციაში ათასამდე ადამიანი იღებს მონაწილეობას.
თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც 176 მგზავრი ემსხვერპლა. 11 იანვარს ირანმა განაცხადა, რომ ავიალაინერი შეცდომით ჩამოაგდო, პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ კი მომხდარი უპატიებელი ადამიანური შეცდომით ახსნა, თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ელიტურმა სამხედრო ქვედანაყოფმა, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ აიღო.