ირანმა უკრაინული თვითმფრინავის „შეცდომით“ ჩამოგდება აღიარა

ირანმა უკრაინული თვითმფრინავის „შეცდომით“ ჩამოგდება აღიარა

ირანის ხელისუფლებამ აღიარა, რომ 8 იანვარს თეირანში უკრაინული თვითმფრინავი „შეცდომით“ ჩამოაგდო. ინფორმაციას ამის შესახებ The Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებული განცხადებაშია ნათქვამი, თვითმფრინავი სამხედრო ობიექტთან ახლოს მიფრინავდა და ის „ადამიანური შეცდომის“ შედეგად ჩამოაგდეს. მათივე განცხადებით, ყველა დამნაშავე პირი კანონის წინაშე აგებს პასუხს.

მანამდე თვითმფრინავის ჩამოგდებაში ირანი კანადის და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრებმა დაადანაშაულეს. მანამდე კი ამერიკულმა მედიამ დაზვერვის არაოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაწერა, რომ Bოეინგ 737-800 სარაკეტო იერიშის შედეგად ჩამოვარდა. უკრაინის პრეზიდენტმა საპასუხოდ თქვა, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნა შესაძლოა სარაკეტო იერიშის შედეგია, თუმცა ეს ჯერ არ დადასტურებულა.

ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ უკრაინული ლაინერის კატასტროფის გამოძიების პირველი შედეგები 9 იანვარს გამოაქვეყნა. ირანელი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბორტზე ტექნიკური პრობლემები შეიქმნა.

თეირანში „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი Bოეინგ 737 8 იანვარს ჩამოვარდა. ბორტზე 168 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იყო. ყველა მათგანი დაიღუპა. მსხვერპლთა შორის 7 ქვეყნის მოქალაქეები არიან. კერძოდ, უკრაინელები, ირანელები, კანადელები, შვედები, ავღანელები, გერმანელები და ბრიტანელები.