ფლორიდაში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციასთან დააკავეს ირანის მოქალაქე მასუდ იარილზოლე, რომელიც ორი დანით, მაჩეტეთი და წერაქვით იყო შეიარაღებული. ამის შესახებ გამოცემა Washington Examiner იტყობინება.
დაკავებისას თავდამსხმელს ირანის მოქალაქის პასპორტი აღმოაჩნდა. ის აშშ-ში ლეგალურად იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. არაა გამორიცხული, რომ ეს ბაღდადში ირანელი გენერლის, ყასემ სულეიმანის მკვლელობას უკავშირდებოდეს.
ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიში 8 იანვარს გამთენიისას მიიტანა. ამით თეირანმა ამერიკელი სამხედროების მიერ გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობისთვის იძია შური. ამავე დღეს თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც ყველა მგზავრი ემსხვერპლა. რიგმა ქვეყნებმა მათ შორის აშშ-მ, მომხდარში თეირანი დაადანაშაულეს. ამ ყველაფერს წინ უძღოდა არეულობა ერაყში და ბაღდადში ამერიკის საელჩოზე თავდასხმა.