შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ნატოს გენერალურ მდივანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დონალდ ტრამპმა და იენს სტოლტენბერგმა ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები განიხილეს. თეთრი სახლის ლიდერმა იენს სტოლტენბერგს სთხოვა, რომ ნატომ ახლო აღმოსავლეთში უფრო აქტიური როლი შეასრულოს.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ალიანსს შეუძლია რეგიონის სტაბილურობასა და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო მეტი წვლილი შეიტანოს.