ირანმა უკრაინული ლაინერის კატასტროფის გამოძიების პირველი შედეგები გამოაქვეყნა

ირანმა უკრაინული ლაინერის კატასტროფის გამოძიების პირველი შედეგები გამოაქვეყნა

ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ უკრაინული ლაინერის კატასტროფის გამოძიების პირველი შედეგები გამოაქვეყნა. ამის შესახებ Meduza წერს.

ანგარიშის მიხედვით, რადარებიდან გაქრობამდე თვითმფრინავი 2 500 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა. ირანელი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბორტზე ტექნიკური პრობლემები შეიქმნა. პილოტებმა დისპეტჩერს პრობლემების შესახებ არ შეატყობინეს, თუმცა ფრენის ტრაექტორიის მიხედვით აეროპორტში დაბრუნებას ცდილობდნენ.

თვითმხილველების ცნობით, ლაინერს ცეცხლი ჯერ კიდევ ჰაერში გაუჩნდა, ჩამოვარდნის შემდეგ კი თვითმფრინავი აფეთქდა.

მანამდე ირანის ხელისუფლებამ კატასტროფის მიზეზად ძრავის აალება დაასახელა. მათ უარყვეს იორდანული გამოცემა Aლ-Hადატჰ-ის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ლაინერი შესაძლოა ირანის მიერ ერაყში ამერიკული ბაზების მიმართულებით გაშვებულმა რაკეტამ ჩამოაგდო. დასავლურ სპეცსამსახურებში სააგენტო ღეუტერს-ის წყაროებიც მიიჩნევენ, რომ ტრაგედიის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

ამასთან, ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალი აბეძადემ უარყო თავისი სიტყვები იმის შესახებ, რომ ირანი კატასტროფის ადგილას აღმოჩენილ შავ ყუთს საზღვარგარეთ არ გააგზავნის. აბეძადემ გაუგებრობა ჟურნალისტებს დააბრალა, რომლებმაც მისი სიტყვების არასწორი ინტერპრეტაცია გამოაქვეყნეს. მან დასძინა, რომ ირანმა ინფორმაცია კატასტროფის შესახებ უკვე გადასცა უკრაინას, აშშ-ს, შვედეთსა და კანადას. ამასთან, უკრაინა გამოძიებაში უკვე ჩაერთო.

თეირანში „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი Bოეინგ 737 8 იანვარს ჩამოვარდა. ბორტზე 168 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იყო. ყველა მათგანი დაიღუპა. მსხვერპლთა შორის 7 ქვეყნის მოქალაქეები არიან. კერძოდ, უკრაინელები, ირანელები, კანადელები, შვედები, ავღანელები, გერმანელები და ბრიტანელები.