ირანში, ბუშერის ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს მიწისძვრა მოხდა

ირანში, ბუშერის ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს მიწისძვრა მოხდა

ირანში 4,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი ბუშერის ატომური ელექტროსადგურიდან 50 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. ამის შესახებ Washington Times-ი წერს.

მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.