თორნიკე მამალაძე: ილია მეორე ეკლესიისა და სიმართლის მტერია! პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლას ვაპირებ!

თორნიკე მამალაძე: ილია მეორე ეკლესიისა და სიმართლის მტერია! პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლას ვაპირებ!

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საშობაოდ სულ 5 პირი შეიწყალა, რომელთა შორის დეკანოზი გიორგი მამალაძე არ არის. აღნიშნულ გადაწყვეტლებას დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე ეხმაურება და პირველ კომენტარს აკეთებს, რომელსაც სტილის მაქსიმალური დაცვით გთავაზობთ:

„რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილის აღნიშნული გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიღებული არ არის. მე მქონდა ინფორმაცია, რომლისაც  ბოლომდე არ მჯეროდა და ამ წუთამდე თავს ვიკავებდი რაიმე კომენტარის გაკეთებისგან, თუმცა ახლა ვამბობ – მაქვს ინფორმაცია, რომ თავად კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, სალომე ზურაბიშვილს პირად საუბრებში ჩემი ძმის შეწყალებაზე უარი უთხრა. ის, რომ წმინდა სინოდზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული და შუამდგომლობა გააგზავნეს პრეზიდენტთან, ჩემი ძმის შეწყალებასთან დაკავშირებით – ეს იყო ფარსი კათოლიკოს-პატრიარქისგან, რადგანაც თავად პატრიარქმა წმინდა სინოდის წევრებიც კი მოატყუა, სინოდის თითოეულ წევრს თავზე ლაფი დაასხა. მან მოატყუა მთელი საზოგადოებაც, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ეცადა და დადგეს სპექტაკლი, რომელშიც მონაწილეობა თავად კათოლიკოს-პატრიარქმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო. ეს სპექტაკლი მათ ძალიან კარგად გამოუვიდათ, რადგან ისინი კარგი მსახიობები არიან. სალომე ზურაბიშვილი ვერასდროს იქნება დამოუკიდებელი, თავიდანვე ჩანდა, სანამ ის პრეზიდენტი გახდებოდა, რომ ვერ იქნებოდა დამოუკიდებელი. ეს გადაწყვეტილება, რომ ჩემი ძმა ისევ საპყრობილეში რჩება, არის არა საპატრიარქოს რომელიმე წევრის, არა რომელიმე საერო თუ სასულიერო პირის გადაწყვეტილება – ეს არის თავად კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს გადაწყვეტიელბა, რადგანაც კარგად გახსოვთ, ჯაღმაიძემ თქვა, რომ მამალაძეს სათქმელი, მგონი, აღარაფერი აქვსო. არადა, თავად კათოლიკოს-პატრიარქმა იცის, რომ ჩემს ძმას ძალიან ბევრი აქვს სათქმელი და პატრიარქი არის შეშინებული, რომელსაც ჩემი ძმის ეშინია, რადგანაც ილია მეორეს აქვს დანაშაულებები ჩადენილი პირადად ჩემი ძმის მისამართით და მან იცის, რომ ჩემი ძმის გათავისუფლების შემთხვევაში, ის აპირებდა ღია ეთერში წმინდა სინოდზე საუბარს. ამიტომაც არის კათოლიკოს-პატრიარქი დღეს შეშინებული და ამის გამო, მან პარალიზებული ადამიანი საპყრობილეში დატოვა. მე გავიმეორებ მეუფე პეტრეს სიტყვებს – „პატრიარქი არ არის მწყემსი კეთილი“, ის არის ეკლესიის თავზე მოკალათებული პიროვნება, რომელიც საკუთარი მიზნებისთვის იყენებს დედა-ეკლესიას და ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ სამართლებრივად ბრძოლას. ყველა ხერხს მივმართავ – და ეს არ იქნება ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორც დღეს პრეზიდენტმა განაცხადა – ეს იქნება პიროვნებების წინააღმდეგ ბრძოლა, რომლებიც მოკალათებულები არიან ეკლესიის სათავეებში. კონკრეტულად, ვაპირებ ყველანაირად ვიბრძოლო პატრიარქის წინააღმდეგ, რადგანაც დღეს ილია მეორე სიმართლის მტერია, კათოლიკოს-პატრიარქი დღეს ეკლესიის მტერია და პირადად მე ამას დავამტკიცებ. თუკი აქამდე ჩუმად ვიყავით, თუნდაც მეუფე პეტრემ რა განცხადებებიც გააჟღერა, იმ თემებზე – ახლა უკვე სიჩუმეს აღარ ვაპირებთ, რადგანაც კათოლიკოს-პატრიარქი დაგვიპირისპირდა, ის დაუპირისპირდა ჩემ ოჯახს, ჩემს მცირეწლოვან ძმისშვილებს და ილია მეორემ ხაზგასმით გვითხრა, რომ ჩემი ძმა ციხიდან ცოცხალი ვერ გამოვა. მე აუცილებლად ვნახავ ჩემს ძმას, დავგეგმავთ სამომავლო ქმედებებს და ყველას გაგაგებინებთ, რა ინფორმაციების გასაჯაროებას ვაპირებთ“. – აცხადებს თორნიკე მამალაძე.

სოციალისტი ახლა მითხარით, ყველამ გულზე ხელი დაიდეთ, ამათ რამე შეწყალება ეკუთვნით?! შეწყალება კი არა ...
5 წლის უკან