ირანის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს მიმართვას, სადაც 80მლნ აშშ დოლარს სთავაზობენ მას, ვინც გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის შურს იძიებს და დონალდ ტრამპს მოკლავს.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Mirror ავრცელებს.
მიმართვაში ნათქვამია, რომ ირანის მოსახლეობა 80 მილიონს შეადგენს, თითოეული მათგანისგან 1 დოლარი შეგროვდება და თანხა გადაეცემა იმ ადამიანს, ვინც ტრამპის თავს მოიტანს. აღნიშნული განცხადება, ყასემ სოლეიმანის გამოსამშვიდობებელი ცერემონიის დროს გაკეთდა.