ირანმა 2015 წლის ბირთვული შეთანხმება სრულად დატოვა. ამის შესახებ Assosiated Press-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, თეირანი შეთანხმებით მიერ დაწესებულ შეზღუდვებს აღარ დაემორჩილება. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით ბაღდადში გენერალი ყასემ სულეიმანი მოკლეს.
მანამდე ირანი შეთანხმების პირობებზე უარს ეტაპობრივად ამბობდა, მას შემდეგ რაც 2018 წლის მაისში ვაშინგტონმა შეთანხმება ცალმხრივად დატოვა. შეთანხმების დანარჩენი მონაწილეები მის შენარჩუნებაზე მუშაობდნენ.