ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნებში ზორან მილანოვიჩი ლიდერობს

ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნებში ზორან მილანოვიჩი ლიდერობს

ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემა დასრულდა. ამის შესახებ Euronews-ი იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ზორან მილანოვიჩი ლიდერობს. ეგზიტპოლის შედეგებით, მან ამომრჩეველთა ხმების 53,25% მიიღო. მოქმედ პრეზიდენტ კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩს კი მხარი 46.74%-მა დაუჭირა.

ქვეყნის სახელმწიფო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 43.52% შეადგინა, რაც პირველი ტურის შედეგებზე 5%-ით მეტია. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ხორვატიაში 2019 წლის 22 დეკემბერს ჩატარდა.