საზოგადოების ერთ ნაწილში არსებული მოლოდინის მიუხედავად საქართველოს პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა.
რას ამბობენ პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებაზე საპატრიარქოში, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით თავადვე მიმართა.
„ჩვენ რაიმე მოლოდინი არ გვქონია. ეს საკითხი მთლიანად პრეზიდენტის გადასაწყვეტი იყო. ზოგადად, თუ გაინტერესებთ, შეწყალებებთან დაკავშირებით საპატრიარქოს მიერ გაგზავნილი შუამდგომლობების მხოლოდ 5 პროცენტი კმაყოფილდება ხოლმე, არც კი. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სახალხო დამცველის განცხადებაც, რომელიც ამბობს: არავინ პრივილეგირებული არ უნდა იყოს მხოლოდ იმიტომ, რომ წმინდა სინოდი უწევს რეკომენდაციასო. ასე რომ, ეს ისეთი საკითხია, რომ საპატრიარქოზე დიდად არაფერია დამოკიდებული. ნურავინ იფიქრებს, რომ საპატრიარქოს რეკომენდაცია რაიმეს გარანტიაა“, – განუცხადა „პრაიმტაიმს“ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.