სპეციალურ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მან შეწყალების ახალი აქტი მიიღო და სულ 5 პირი შეიწყალა, რომელთა შორისაც დეკანოზი გიორგი მამალაძე არ არის.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს 2017 წლის 5 სექტემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.