პატრიარქის ბრძანებით იღუმენია თამარ გამყრელიძეს ზიარება აეკრძალა

პატრიარქის ბრძანებით იღუმენია თამარ გამყრელიძეს ზიარება აეკრძალა

იღუმენია თამარ გამყრელიძე სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს და ეხმაურება პატრიარქის ბრძანებას, სადაც ვკითხულობთ, რომ მას ზიარება აეკრძალა.

„ცნობისათვის, ეს ის საპატრიარქოს მღვდელმთავრების კომისიაა, კიდევ ერთი საქართველოს ეკლესიის მარგალიტ დეკანოზ მიქაელ ბოტკოველთან ერთად, რომელმაც მე იღუმენია თამარ გამყრელიძე, სიმართლისათვის, სამართლიანობისათვის და მართალი მღვდელმთავრის გვერდში დგომისათვის, უზიარებლობით დამსაჯა და უფრო მეტი ბოროტება ჩაიდინა. მხოლოდ საკუთარი სირცხვილის, თავისი უღირსების გადასაფარავად პასუხისმგებლობა პატრიარქს დააკისრეს და სადამსჯელო ბრძანება მისი ფაქსიმელიით გამომიგზავნეს. სად არის საპატრიარქოს კიდევ ერთი მთავარი ფიგურა ე.წ. ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირი?! ვაი შენდა დღევანდელო საქართველის საპატრიარქოვ!“, - წერს იღუმენია.

იღუმენია თამარ გამყრელიძემ ჭყონდიდის ეპარქიის დატოვება სინოდის სხდომის შემდეგ გადაწყვიტა.  მისი განმარტებით, ის ამ ფორმით მეუფე პეტრეს მხარდაჭერას უცხადებს.