აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს 52 სამიზნეზე იერიშით დაემუქრა. მათ შორის მოხვდა კულტურული ძეგლებიც. შესაბამისი მუქარის შემცველი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერის“ გვერდზე გაავრცელა.
ტრამპის თქმით, „ირანი თუ შურს იძიებს, აშშ-ის პასუხი იქნება სწრაფი და ძლიერი“.
„ირანი ძალიან მკაფიოდ და ხაზგასმით საუბრობს, რომ მზადაა, დაარტყას კონკრეტულ ამერიკულ ობიექტებს და ეს შურისძიების მიზნით გააკეთოს, რადგან ჩვენ მსოფლიოს მათი ტერორისტების ლიდერი მოვაშორეთ, რომელმაც ახლახან მოკლა ამერიკელი და ბევრი სხვა დაჭრა. მან მთელი ცხოვრების განმავლობაში არაერთი ადამიანი მოკლა, მათ შორის, ირანელი დემონსტრანტები. ის თავს ესხმოდა ჩვენს საელჩოს და დამატებით დარტყმებს სხვაგანაც ამზადებდა. ირანი მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ პრობლემებს ქმნის. ეს უნდა იყოს გაფრთხილება, რომ თუ ირანი დაარტყამს რომელიმე ამერიკელს ან ამერიკულ ობიექტებს, ჩვენ უკვე ამოვიღეთ მიზანში 52 ირანული ობიექტი (რაც სიმბოლურად მრავალი წლის წინ ირანის მიერ მძევლად აყვანილ 52 ამერიკელს წარმოადგენს). ამ სამიზნეების ნაწილი ირანისთვის და ირანული კულტურისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ სამიზნეებს და თავად ირანსაც ძალიან სწრაფად და ძლიერად დავარტყამთ. აშშ-ს მეტი მუქარის მოსმენა აღარ სურს“, – წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ გვერდზე.
მანამდე ირანი დაიმუქრა, რომ უკვე განსაზღვრა 53 ამერიკული სამიზნე ახლო აღმოსავლეთში, რომელზეც შურისძიების მიზნით იერიშს მიიტანს.
არ მოსწონთ ბიჭებს ერაყმა რომ უთხრათ....... ააახვიეთო
რათა?? ხომ დემოკრატიის მამები ხართ?? ადამიანის დემოკრატიულ უფლებებს ხომ იცავთ და პატივს სცემთ? ხოოდა დემოკრატიულად გეუბნებიან ააახვიეთო....ხომ დამოუკიდებელი სახელმწიფოა??
თუ დამოუკიდებლები მარტო თქვენა ხართ და მთელი მსოფლიო თქვენი უნდა იყოს??
ეს ისეა აი...... შენი ცოლი ჩემი ცოლიო, მაგრამ ცემი ცოლი სენი ...ოოოოო არაო ...
ეგრე ვეღარ იქნება...კინო მთავრდება....წადიტ სახლში