პოლონეთის პოლიციამ ახალგაზრდა კაცი დააკავა, რომელიც იუსტიციის მინისტრ ზბიგნევ ზიობროზე თავდასხმის მზადებაშია ეჭვმიტანილი.
გამოცემა Jedynka-ს ინფორმაციით, ეჭმიტანილი 28 წლის არის.
იუსტიციის მინისტრის გარდა, ის თავდასხმას ერთ-ერთ პროკურორზეც გეგმავდა, რომელიც ნარკომაფიის საქმეს იძიებდა. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა თანამზრახველს მაღალჩინოსნების მოკვლისთვის 100 ათასი ზლოტი გადაუხადა.