თამთა კოსტავა პოლიციამ იპოვა, ის უკვე სახლშია

თამთა კოსტავა პოლიციამ იპოვა, ის უკვე სახლშია

მხატვარი თამთა კოსტავა, რომელსაც ოჯახის წევრები ეძებდნენ, პოლიციამ უკვე იპოვა და სახლში დააბრუნეს.

თამთა კოსტავა საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ქალიშვილია. ის სახლიდან დღეს, 2 იანვარს, დილით, სახლის ფორმაში გავიდა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა.

როგორც ცნობილია, თამთა ათიოდე დღის წინათ გაეწერა საავადმყოფოდან, სადაც ფსიქიკური აშლილობის გამო მკურნალობდა და ამჟამადაც მკურნალობას საჭიროებს.