თურქეთში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში 100 ეჭვმიტანილი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Anadolu ავრცელებს.
მისი ცნობით, დაკავებულებს შორის 50 უცხო ქვეყნების - ერაყის, სირიის და მაროკოს მოქალაქეა.
33 ადამიანი ანკარაში, 22 - ბათმანის, 16 ბურსას, 14 სამსუნის, 9 კაისერის, 6 კი ადანის პროვინციაში დააკავეს.