ინგრედიენტები
ცომი:
ფქვილი - 300 გ
დაფქული ნუში - 75 გ
შაქრის პუდრა - 75 გ
ცივი კარაქი - 200 გ
კვერცხი - 1 ცალი
ვანილის ექსტრაქტი - 1/2 ს/კ
მარილი - მწიკვი
კრემი:
კრემ-ყველი (ცრეამ ცჰეესე) - 400 გ
რძე - 400 მლ
შაქრის პუდრა - 150 გ
ვანილი - 1 ჩ/კ
მომზადების წესები
პირველ რიგში, ავიღოთ ბლენდერი , ჩავყაროთ ფქვილი,შაქრის პუდრა, დაფქული ნუში და კარაქი და ავურიოთ კარგად. ცოტა ხსნის შემდეგ დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხი და ვანილის ექსტრაქტი. კვლავ კარგად ურიეთ. როცა მიიღებთ მშრალ და სქელ ცომს, გაახვიეთ ცელოფანში და დაელოდეთ 1 საათი,რათა კარგად ამოვიდეს. ცომი გაყავით ორ ნაწილად, გააბრტყელეთ და ამოჭერით სასურველი ციფრი, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები. ასევე ამოჭერით ცომის მეორე ნაწილიც.
გამოვაცხოთ 10-13 წუთი, 180 გრადუს ტემპერატურაზე!
კრემი:
კრემ-ყველს დავუმატოთ შაქრის პურდრა,ვურიოთ მიქსერი და როცა მივიღებთ კრემს, დავამატოთ ვანილის ექსტრაქტი და რძე. ვურიოთ დიდხანს მიქსერის დახმარებით.
მოვრთოთ ვიდეოში ნაჩვენები წესის მიხედვით.