იტალიის მთავრობის მიერ ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ განათლების მინისტრმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ Euronews-ი წერს.
ამ გადაწყვეტილების მიზეზად ლორენცო ფიორამონტიმ მისი უწყებისთვის გამოყოფილი მწირი დაფინანსება დაასახელა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში მინისტრმა სკოლების დაფინანსება პოლიტიკური ნების არსებობას დაუკავშირა.
ფიორამონტიმ ასევე აღნიშნა, რომ 21-ეს საუკუნის ეკონომიკა ადამიანის კაპიტალს ეფუძნება. ევროკავშირის მიერ 2018 წელს განათლების შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში იტალიას ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი შედეგი აქვს და განათლების სისტემაზე უფრო ნაკლებსაც ხარჯავს.
იტალიის პარლამენტმა 2020 წლის ბიუჯეტი მხარეებს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო.