თურქეთის აღმოსავლეთით ნავის ამოტრიალებისას შედეგად 7 მიგრანტი დაიღუპა. ნავს ავღანელი, პაკისტანელი და ბანგლადეშელი მიგრანტები გადაჰყავდა, ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს. მაშველებმა 64 ადამიანი გადაარჩინეს.
მედია წერს, რომ ამ შემთხვევას წინ უძღოდა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის გაფრთხილება, რომ შესაძლოა თურქეთმა ვეღარ გაუძლოს მიგრანტთა მორიგ ტალღას, რომელიც სირიიდან მიემართება.
იდლიბის პროვინციაში, ამბოხებულების წინააღმდეგ დაბომბვის გააქტიურების შემდეგ, ათობით ათასი ადამიანი მიაწყდა თურქეთის საზღვრებს. თურქეთმა მანამდე უკვე მიიღო 3.7 მილიონამდე სირიელი დევნილი, რაც მსოფლიოში ყველაზე დიდი დევნილთა პოპულაციაა.
როგორ დაიწყო ომი სირიაში და ვინ იბრძვის იქ - ამის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.