ირანში, ბუშერის ატომურ ელექტროსადგურთან მიწისძვრა მოხდა

ირანში, ბუშერის ატომურ ელექტროსადგურთან მიწისძვრა მოხდა

ირანის სამხრეთში 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ბუშერიდან 58 კილომეტრში იყო , მიწისქვეშა ბიძგების კერა კი 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. შესაძლო მსხვერპლისა ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

ბუშერში ატომური ელექტროსადგური მდებარეობს.