საერთაშორისო საზოგადოების მიერ მხარდაჭერილმა ლიბიის მთავრობამ თურქეთს სამხედრო დახმარებისთვის ოფიციალურად მიმართა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
თურქეთის პრეზიდენტმა 26 დეკემბერს განაცხადა, რომ ტრიპოლის თხოვნის შესაბამისად, ანკარა ლიბიაში ჯარს გაგზავნის.
ლიბიელი ამბოხებულების არმიის გენერალმა ხალიფა ჰაფტარმა თავის ჯარს, ქვეყნის დედაქალაქ ტრიპოლის შტურმით აღების ბრძანება 5 აპრილს გასცა.
2011 წელს მუამარ კადაფის გადაყენების შემდეგ, ლიბიაში ორი მმართველობა ჩამოყალიბდა. ტრიპოლი და ქვეყნის დასავლეთ მხარე ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა, რომელსაც მხარს უჭერს გაერო. აღმოსავლეთ ნაწილი და სამხრეთი 2014 წელს არჩეული „ტობრუკეს“ მთავრობის კონტროლის ქვეშაა, რომელიც მხარს უჭერს ხალიფა ჰაფტარს და მის ჯარს.