ბუნებრივი აირის გადსახადი რამდენიმე წლით უცვლელი დარჩება. მოსახლეობა არათუ გაზის გაძვირებას გადაურჩა, სამომავლოდაც შეუძლია მშვიდად იყოს, რადგან არსებულ ტარიფს 2023 წლამდე არაფერი ემუქრება.
ახალი ტარიფები ძალაში 2020 წლის 1-ელ იანვარს შევა და 2022წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს. სემეკმა ბუნებრივი გაზის სექტორში გრძელვადიანი სამომხმარებლო ტარიფები პირველად დაადგინა და აღნიშნული ტარიფების გადათვლა მომდევნო სამი წლისგანმავლობაში აღარ იგეგმება.
შპს „თბილისი ენერჯის“ 2020-2022 წლების სამომხმარებლო ტარიფი, რომელსაც უშუალოდ მოქალაქეები იხდიან, უცვლელი დარჩა და1 კუბურ მეტრზე 46.137 თეთრით განისაზღვრა, „ვარკეთილაირის“ სამომხმარებლო ტარიფი ერთ კბ_მეტრზე 48.678 თეთრი იქნება, „ენერგოკავშირის“ - 49.444 თეთრი, „საჩხერეგაზის“ - 51.415 თეთრი, „ტაბას“ - 57.584 თეთრი, და შპს „არზუგაზის“ - 55.362თეთრი. თითოეული გაზგამანაწილებელის ტარიფი მოცემულია დღგ-სჩათვლით.
მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, სამი წლის განმვალობაში ბუნებრივი აირის გადასახადი არც ერთი გაზგამანაწილებლის შემთხვევაში არ შეიცვლება და ის დარჩება, რაც დღეისთვის მოქმედებს.
სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ბუნებრივი აირის ტარიფის გადახედვა აღარ მოხდება.
„ჩვენ შევისწავლეთ კომპანიების მიერ წარმოდგენილი ხარჯები და ყველა აუცილებელი კომპონენტი იქნა გათვალისწინებული, ნაკლებად მიზანშეწონილი ხარჯები იქნა ამოღებული და ისინი ტარიფის გაანგარიშებაში ვერ მოხვდა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ შევითანხმეთ აღნიშნული კომპანიების საინვესტიციო ვალდებულებები მომდევნო სამი წლისთვის. ისინიც გათვალისწინებული იქნა ტარიფში.
სხვადასხვა ეკონომიკურ პარამეტრებზე დაყრდნობით, ჩვენ დავადგინეთ ბუნებრივი აირის ტარიფები და შესაბამისად, დედაქალაქში ბუნებრივი აირის ტარიფები მომდევნო სამი წლის განმავლობაში. დედაქალაქის მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს, ტარიფებს უახლოესი სამი წელი არაფერი დაემუქრება“, - განაცხადა ნარმანიამ.
ენერგეტიკოსები ამჯერად მარეგულირებელი კომისიის მუშაობას იწონებენ. თემურ ჭიჭინაძე ამბობს, რომ სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკმაოდ პოზიტიურია. მიუხედავად საქართველოში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე კარგია, რომ სემეკი გაზის ტარიფს ინარჩუნებს.
„ჩვენს რეალობასთან გადასახადი რამდენად შესაბამისობაში მოდის, ამაზე უკვე ვეღარ ვისაუბრებთ, რადგან არსებული ტარიფი უკვე დიდი ხანია მოქმედებს. ფაქტია, რომ წლების განმავლობაში მასზე ზემოქმედება არ ხდება და მისი ზრდისგან ყველა თავს იკავებს. შესაბამისად, მივესალმები ამ საკითხს.
სემეკი ამჯერად კარგ გადაწყვეტილებას იღებს და მათ მიერ გადადგულ რამდენიმე ნაბიჯსაც მხარს ვუჭერ. მნიშვნელოვანია, რომ დევალვაციით თუ ლარის გაუფასურების მიზეზით, არ ხდება გადასახადის ზრდა“, - აღნიშნა მურმან მარგველაშვილმა.