კარტოფილისა და სტაფილოს მობრაწულა

კარტოფილისა და სტაფილოს მობრაწულა

ინგრედიენტები

კარტოფილი - 4 ცალი

სტაფილო - 4 ცალი

ნაღები - 900 მლ

კვერცხი - 2 ცალი

ჭყინტი ყველი ან სულგუნი - 450 გ

ნივრის ფხვნილი - 5 გ

მუსკატის კაკალი (ჯავზი)

მარილი და პილპილი

მომზადების წესები

ნაღები, კვერცხი, ნივრის ფხვნილი, პილპილი, მარილი და მუსკატის კაკალი მსუბუქად ავთქვიფოთ და გადავდოთ გვერძე. ყველი გავხეხოთ. გასუფთავებული კარტოფილი და სტაფილო გავხეხოთ ზალიან თხელ ფირფიტებად. საცხობ ფორმაში ჩავდოთ

ერთ ფენად ცოტა კარტოფილი, შემდეგ სტაფილო, შემდეგ ყველი და მოვასხათ წინასწარ მომზადებული ნაღების სოუსი.

ასე გავიმეორებთ ყველა ფენას. ზემოდან გადავაკრათ ფოლგა და გამოვაცხოთ 190 გრადუსზე დაახლოებით 2 საათი.