ტაიფუნმა „ფანფონმა“ ფილიპინებზე ათასობით სახლი გაანადგურა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სტიქიის გამო 16 ათასმა ადამიანმა შობის ღამე დროებით თავშესაფრებში გაატარა. ევაკუირებულთა რაოდენობა 4 ათასს აღემატება.
ცნობები მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა, თუმცა მაშველებმა იზოლირებულ რეგიონებამდე ჯერჯერობით ვერ მიუღწევიათ.