რუსი ოპოზიციონერი ლიდერი ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ მისი ერთ-ერთი თანამოაზრე სამხედროებმა გაიტაცეს და არქტიკაზე განლაგებულ ბაზაზე წაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
რუსლან შავედინოვი მოსკოვში, საკუთარ სახლში ორშაბათს დააკავეს და 2000 კილომეტრის დაშორებით, "ნოვოე ზემლიას" არქიპელაგზე წაიყვანეს. ნავალნი ხელისუფლებას აქტივისტის გატაცებაში ადანაშაულებს, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლებული იყო. სამხედრო პირები კი შავედინოვს სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში ადანაშაულებენ.
რუსეთში სავალდებულო სამხედრო სამსახური 12-თვიანია და მისი გავლა სავალდებულოა ყველა კაცისთვის 18-დან 27 წლამდე. არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, მაგალითად სამედიცინო მიზეზები, რის გამოც შეიძლება პირმა ვერ გაიაროს სამსახური.