თეა წულუკიანმა N5 პენიტენციური (ქალთა) დაწესებულების პატიმრებს ახალი წელი მიულოცა

თეა წულუკიანმა N5 პენიტენციური (ქალთა) დაწესებულების პატიმრებს ახალი წელი მიულოცა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით N5 პენიტენციურ დაწესებულებაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. დაწესებულებას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, გიორგი პატარიძე, თეატრალურის კვარტეტი და კომპანია „Beauty box“-ის დამფუძნებელი თეონა თავართქილაძე ეწვივნენ.

სტუმრებმა მსჯავრდებულების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა დაათვალიერეს და მათ მიერ მოწყობილ მუსიკალურ საღამოს დაესწრნენ. წარმოდგენაში მონაწილეობა თეატრალურის კვარტეტმაც მიიღო.

მსჯავრდებულებისა და მომღერლების მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრების შემდეგ თეა წულუკიანმა და თეონა თავართქილაძემ ქალ პატიმრებს ახალი წელი მიულოცეს და დაწესებულების ყველა ბრალდებულ/მსჯავრდებულს კომპანიისაგან  „Beauty box“ პარფიუმერული საშუალებების სასაჩუქრე ნაკრებები გადასცეს.