ჰონგ-კონგში შობის დღესასწაულის წინ საპოტესტო აქციაზე პოლიციამ დემონსტრანტებს ცრემლმდენი გაზი ესროლა. აქციის მონაწილეებს ნიღბები და ირმის რქები ეკეთათ. ამის შესახებ ინფორმაციას France 24 ავრცელებს.
სავაჭრო ცენტრში მყოფმა დემონსტრანტებმა პოლიციას ქოლგები და სხვა ნივთები ესროლეს. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა იმ დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებმაც ტურისტულად აქტიურ უბანში ცენტრალური გზები გადაკეტეს.
ჰონგ-კონგში მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტი ივნისში დაიწყო. აქციები ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტს მოჰყვა, რომლის თანახმად დაკავებულს განაჩენს ჩინეთის სასამართლო გამოუტანდა.
მთავრობამ კანონპროექტი გაიწვია, თუმცა დემონსტრაციები არ წყდება. აქციის მონაწილეები დემოკრატიული რეფორმების გატარებას და ჰონგ-კონგის ლიდერის, კერი ლამის გადადგომას ითხოვენ.
ჰონგ-კონგის თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც 24 ნოემბერს ჩატარდა, პროდემოკრატიულმა ძალებმა გაიმარჯვეს.