ვენეციაში ისევ წყალდიდობაა

ვენეციაში ისევ წყალდიდობაა

ვენეციას კიდევ ერთი წყალდიდობა დაატყდა თავს. წყლის დონემ მეტრსა და 40 სანტიმეტრს მიაღწია.

წყლის საფარქვეშ მოექცა ქალაქის ცენტრალური წმინდა მარკოზის  მოედანი. ვენეციაში მასშტაბური წყალდიდობა მიმდინარე წლის ნოემბერშიც იყო, როდესაც წყლის დონემ 1 მეტრსა და 80 სანტიმეტრს მიაღწია, სტიქიისგან მიყენებულმა ზარალმა კი მილიარდ ევროს გადააჭარბა.