დღეს ქრისტიანული სამყაროს ნაწილი შობას აღნიშნავს. ბეთლემში ქრისტეშობის ტაძარში ღამის მსახურებას ათასობით ადამიანი დაესწრო, მათ შორის პალესტინის ადმინისტრაციის ხელძღვანელები. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.
7 იანვარს ამ ტაძარში წირვას მართლმადიდებლები აღავლენენ. ბეთლემის მთავრობის თქმით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში იქ ყველაზე ბევრი ადამიანი ჩავიდა: შობის დღესასწაულისთვის ბეთლემს 15 000-ზე მეტი მორწმუნე ეწვია.