ამ რეცეპტით მომზადებული მწვადი გამოდის უნაზესი, წვნიანი და გემრიელი. აუცილებლად მრავალჯერ გაიმეორებთ.
ინგრედიენტები
მარილი და პილპილი
ზეთი - 2 ს.კ
ბროწეულის ნატურალური წვენი - 600-700 მლ
ხახვი - 4-5 თავი
ღორის სამწვადე - 2 კგ
ხმელი სუნელი
ქინძის მარცვლები
მომზადების წესები
ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, ხახვი რგოლებად. ავურიოთ ერთმანეთში და მოვაყაროთ ხმელი სუნელი, მსუბუქად დანაყილი ქინძის თესლი, შავი პილპილი და მარილი. დავასხათ ბროწეულის წვენი, 2 კოვზი ზეთი და ავურიოთ. ხორცს დავადოთ ამობრუნებული თეფში და რაიმე სიმძიმე, რათა მთლიანად დაფაროს წვენმა.
იდეალურ ვარიანტში, სასურველია ხორცი 2 დღე იყიოს მარინადში, მაცივარში. მაგრამ 1 დღე-ღამე მინიმუმია.
ხორცი ავაგოთ შამფურზე და შევწვათ ნაკვერჩხალზე. დავურთოთ ცოცხალი ბოსტნეულის სალათა.