აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფი რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების გაცვლის პირობაზე შეთანხმდა. ამის შესახებ ჯგუფში რუსეთის წარმომადგენელმა ბორის გრიზლოვმა განაცხადა. იუწყება Reuters-ი.
სხვა ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
რუსეთმა და უკრაინამ პატიმრები 7 სექტემბერს გაცვალეს. ამ ფაქტს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა. პრეზიდენტის შეფასებით, ეს არის პირველი ნაბიჯი დონბასის რეგიონში „საშინელი ომის“ დასრულებისკენ.