ეკვადორის ხელისუფლებამ გალაპაგოსის კუნძულებზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
ამის მიზეზი ის გახდა, რომ კუნძულ სან-კრისტობალთან სატვირთო გემის გადაბრუნდა, რის გამოც ზღვაში დაახლოებით 2500 ლიტრი დიზელის საწვავი ჩაიღვარა.
შემთხვევა ხომალდის ნავთობით დატვირთვის დროს მოხდა. დაცული ტერიტორიის გაწმენდის ოპერაცია უკვე დაწყებულია, მასში გალაპაგოსის სამაშველო კორპუსი და ეკვადორის არმია ერთად მონაწილეობენ.