ავსტრალიაში ტყის ხანძრის ჩაქრობაში მოხალისეთა არმია ჩაერთო. მაშველებთან ერთად სტიქიის წინააღმდეგ საბრძოლველად 72 ათასი მოქალაქე გამოვიდა. ამის შესახებ BBC წერს.
ქვეყანაში ტყის ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ხანძრების შედეგად დაიწვა მილიონობით ჰექტარი მიწა და 700-ზე მეტი სახლი განადგურდა, სტიქიას უკვე 9 ადამიანი ემსხვერპლა.
18 დეკემბერს საშუალო ტემპერატურამ ავსტრალიაში 41.9 გრადუსს მიაღწია, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცხელი დღე აღმოჩნდა. ტურისტებს ავსტრალიაში მოგზაურობისას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდეს.