ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ რეზიდენციაში წაქცევის შემდეგ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ინფორმაციას Reuters-ი პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლსონარუ სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, სადაც მას თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა. ჯერჯერობით პრობლემები გამოვლენილი არ არის. ის ამ დროისთვის ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.
2019 წლის სექტემბერში ბრაზილიის პრეზიდენტს ოპერაცია გაუკეთეს.