ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნატოს გენერალურ მდივანს რუსეთის პრეზიდენტთან პირადად შეხვედრა სურს.
გერმანული მედიის ცნობით, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთის ლიდერთან ალიანსთან არსებულ პრობლემებზე იმ შემთხვევაში ილაპარაკებს, თუ პუტინის ადმინისტრაცია შეხვედრისთვის ხელსაყრელ პირობებს შესთავაზებს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა, დაძაბული ურთიერთობების ფონზე მნიშვნელოვანია.
„რუსეთი ნატოს ყველაზე დიდი მეზობელია და ეს ასეც დარჩება. ალიანსმა ურთიერთობები ამ დონეზე უნდა მართოს, იმის მიუხედავად თუ მოსკოვთან დაძაბული ურთიერთობები შენარჩუნდა,“- აცხადებს სტოლტენბერგი.
მანამდე სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთს ნატოს მტრად არ მიიჩნევს.