ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის მიმართ ხისტი პოლიტიკის გატარებას გეგმავს, მათ შორის უარს იტყვის მოლაპარაკებებსა და „სრულ დენკლეიზაციაზე“(პოლიტიკის გადატვირთვა). ინფორმაციას CNN წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ტელეარხის ცნობით, ეს გარკვეულწილად აშშ-ისთვის „საშობაო საჩუქარია“.
ამის გარდა ჩრდილოეთ კორეა, ცდილობს გაიმყაროს ატომური იარაღის მფლობელი ქვეყნის სტატუსი. ამასთან ტელეარხის წყაროს ცნობით, ჩრდილოეთ კორეა არ გამოცდის შორი მოქმედების ბალისტიკურ რაკეტას, რადგან ამ შემთხვევაში ჩინეთსა და რუსეთთან ურთიერთობას გაიფუჭებს.
CNN-ის წყაროს ცნობით, კიმ ჩენ ინი დაიკავებს „მოლოდინის პოზას“ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებით. ფხენიანს არ სურს, ვადაზე ადრე გააფორმოს ხელშეკრულება აშშ-ის ლიდერთან, რადგან მისი მარცხის ალბათობა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მაღალია.
დეკემბრის დასაწყისში გაეროში ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელმა კიმ სონგმა განაცხადა, რომ ქვეყანა აშშ-სთან „სრულ დენკლეიზაციაზე“ მოლაპარაკებების გაგრძელებას არ გეგმავს.