კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა ტურიზმის მინისტრი მანუელ მარერო კრუზი პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დანიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
კუბას პრემიერმინისტრი 1976 წლიდან არ ჰყოლია, როდესაც ეს თანამდებობა რევოლუციონერმა ფიდელ კასტრომ გააუქმა.
პრემიერმინისტრის თანამდებობა მიმდინარე წელს კონსტიტუციის შეცვლის შედეგად აღადგინეს. 56 წლის მანუელ მარერო კრუზს პრეზიდენტის მოვალეობების გარკვეული ნაწილი გადაეცემა.
თუმცა, ექსპერტების შეფასებით, ეს ცვლილებები მხოლოდ ზედაპირულ ხასიათს ატარებს და მთავარ გადაწყვეტილებებს ქვეყანაში კვლავ კუბის კომუნისტური პარტია და სამხედროები მიიღებენ.