სოციალური ქსელის მომხმარებლები კანადის პრემიერს მოკვლით ემუქრებოდნენ

სოციალური ქსელის მომხმარებლები კანადის პრემიერს მოკვლით ემუქრებოდნენ

კანადის პოლიციამ ქვეყნის პრემიერისა და მუსლიმი საზოგადოების წინააღმდეგ მუქარისთვის ორი ადამიანი დააკავა.

პოლიციის განცხადებით, ასეთი სახის ტექსტებს დაკავებულები სოციალურ ქსელებში ავრცელებდნენ, მათ შორის ტრიუდოს მოკვლის შესახებაც წერდნენ.

დაკავებულები კანადის ულტრამემარჯვენე ორგანიზაციასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. ისინი სასამართლოს წინაშე უახლოეს მომავალში წარდგებიან. სხვა დეტალებზე მედია ჯერ არ წერს.