ბელარუსში ორი ქალის მკვლელობისთვის გასამართლებული კაცი დახვრიტეს

ბელარუსში ორი ქალის მკვლელობისთვის გასამართლებული კაცი დახვრიტეს

ბელარუსში ორმაგი მკვლელობისთვის გასამართლებული კაცი დახვრიტეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრ ოსიპოვიჩმა 2018 წლის ივლისში 2 ქალი მოკლა. საქმის მასალების მიხედვით, მან 26 და 27 წლის ქალები საკუთარ სახლში დაპატიჟა. მათ ალკოჰოლური სასმელები დალიეს, რის შემდეგაც მათ შორის კონფლიქტი მოხდა. ქალები სააბაზანოში ჩაიკეტნენ და მილიცია გამოიძახეს, თუმცა ოსიპოვიჩმა სამართალდამცველების ადგილზე მისვლამდე ერთი ქალი დანით, მეორე კი ჩაქუჩით, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.

ოსიპოვიჩმა დანაშაული აღიარა და ბელარუსის პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა, თუმცა მისი თხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ბელარუსი ევროპის ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც სიკვდილით დასჯა მოქმედებს. გასულ წელს ქვეყანაში 4 ადამიანი დახვრიტეს. როგორც ნოემბერში პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, სიკვდილით დასჯა ქვეყანაში მხოლოდ რეფერენდუმის გზით გაუქმდება