ავსტრალიის პრემიერმინისტრმა სკოტ მორისონმა ქვეყანაში მძვინვარე ხანძრების დროს აშშ-ში დასვენების გამო ბოდიში მოიხადა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
პრემიერის განცხადებთ, ის ჰავაის კუნძულებიდან დაგეგმილზე ადრე დაბრუნდება. მორისონის ამ განცხადებას ავსტრალიაში საპროტესტო აქციები და მძლავრი კრიტიკა უძღოდა წინ.
ქვეყანაში ტყის ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ოფიციალური მონაცემებით, მეხანძრეები ამ ეტაპზე დაახლოებით 100 ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. ხანძრების შედეგად დაიწვა მილიონობით ჰექტარი მიწა და 700-ზე მეტი სახლი განადგურდა, სტიქიას 8 ადამიანი ემსხვერპლა. 18 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიაზე საშუალო ტემპერატურამ 41.9ჩ გრადუსს მიაღწია, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცხელი დღე აღმოჩნდა.