ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანა მოითხოვა

ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანა მოითხოვა

აშშ-ის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანა მოითხოვა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ ბაიდენმა ლოს-ანჯელესში, დემოკრატიული პარტიის კანდიდატებს შორის ტელედებატების მსვლელობისას განაცხადა.

ბაიდენის თქმით, ვიცეპრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას ის ყოველთვის ითხოვდა, რომ ავღანეთთან მიმართებაში მხოლოდ ტერორიზმთან ბრძოლაზე ორიენტირებული პოლიტიკა გატარებულიყო და შიდა საქმეებში აშშ სერიოზულად არ ჩარეულიყო.

​„ამ ქვეყნის მთლიანად, როგორც ერის აღორძინება ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება. პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, პირველ რიგში, ჩვენს სამხედროებს სახლში დავაბრუნებ და „თალიბანთან“ მოლაპარაკებებს დავიწყებ. ავღანეთში უნდა დარჩეს მცირე რაოდენობის სპეციალური დანიშნულების ჯარი, რომელიც წარუმატებელი მოლაპარაკებების შემთხვევაში შესაძლო საფრთხეზე რეაგირებას შეძლებდა“, - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართება.