ინგრედიენტები
ბისკვიტი:
კვერცხი - 2 ცალი
შაქარი - 2 ჩ/ჭ
გატარებული ნიგოზი - 2 ჩ/ჭ
ფქვილი - 3 ჩ/ჭ
თაფლი - 4 ს/კ
ვანილი - 1 ჩ/კ
კრემი:
შედედებული რძე (მოხარშული ,,სგუშონი") - 2 ქილა
კარაქი - 180 გ
ნიგოზი - 1 ჩ/ჭ
გახეხილი შოკოლადი - გემოვნებით
მომზადების წესები
ბისკვიტი:
პირველ რიგში, გააკეთეთ გოგლი-მოგლი და დაუმატეთ თაფლი,ნიგოზი,ვანილი და ფქვილი. როცა ცომი მზად იქნება, გაყავით ორ ნაწილად. თითოეული მათგანი გამოაცხვეთ 350 გრადუსზე , 5 წუთის განმავლობაში.
კრემი:
ცალ-ცალკე ადღვიბეთ კარაქი და შედედებული რძე.მხოლოდ ამის შემდეგ აურიეთ ერთმანეთში და დაუმატეთ ნიგოზი. დაკრემეთ და გააფომეთ ნიგოზითა და გახეხილი შოკოლადით.